Thursday, July 4, 2019

თანამედროვე სასწავლო სტრატეგიების ეფექტურობის კვლევა,
სწავლების საშუალო  საფეხურზე კერძოდ, XI კლასში ქართული ენასა და
ლიტერატურაში

https://drive.google.com/file/d/1KB4utmY50FU7s8NUkDs_B8eZloqRpbvJ/view?usp=sharing

Friday, September 29, 2017


პროექტის სახელწოდება - სავანე აკაკის შთაგონების წყარო
პროექტის აქტუსლობა - ნასწავლი მასალისა და ნანახის შედარება-შეფასება
მიზნები და შედეგები -ქართული IX . 6 მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება  და მათ  მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა .
 შდეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
·         კითხულობს მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტებს , უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ ზოგად შინაარსზე , არამედ დეტალებზე და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც .
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების , ფაქტების , პერსონაჟთა თვისებების , ქცევის , თვალსაზრისებისშედარება-შეპირისპირების .
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის , ახწერილი მოვლენის მიმართ .
ქართული IX . 7 მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშვალებებით ცოდნის გამოყენება სხვადასხვა ტექსტების ანალიზისას .
შედეგი თვალსაჩინოა თუ :
·         განსაზღვრავს , რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი და ირიბი ნათქვამი ) და მსჯელობს შრჩეული ფორმის დანიშნულებაზე .
·         შეაფასებს მხატვრულ-გამომსახელობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში .
ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას , მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ტექნიკას და მსჯელობს მის დანიშნულებზე .
პროექტის მსვლელობა -2016-2017 სასწავლო წელს მოსწავლეებმა შეისწავლეს აკაკის ბიოგრაფია და ნაწარმოები ,,კუდაბზიკეთი’’ .  აკაკის ბიოგრაფიიდან მოსწავლეები დააინტერესა სოფელმა სავანემ, სადაც იყო პოეტი გაძიძავებული . მოისურვეს მოენახულებინათ სავანე და პირადად ენახათ თვალწარმთაცი ბუნება , რომელიც მგოსანის თქმით თავისი მუზის შთაგონებად გადაქცეულა და წაკითხული და ნანახი ერთმანეთისთვის შეედარებინათ. გადაწყვიტეს პროექტზე მუშაობა. მოიფიქრეს დაყოფილიყვნენ ჯგუფებად , ინტერნეტსა და ენციკლოპედიაში მოეძიებინათ ინფორმაცია სოფელ სავანესთან დაკავშირებით , გაეკეთებინათ სარეკლამო ბუკლეტები და დაედგათ ლიტერატურული საღამო ,, პოეზიის ხუთი წუთი ‘’ . გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებები და გამოეტანათ დასკვნები .
პროექტის ხელმძღვანელი : მარიამ ფარეხელაშვილი

ხელმძღვანელის  ელფოსტა :  parekhelashvilim@gmail.com